ᲛᲐᲠᲘᲐᲛ ᲪᲘᲠᲔᲙᲘᲫᲔ
მარიამ ცირეკიძე ათ წელზე მეტია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის სკოლის მოსწავლეებს. აქვს როგორც სკოლაში მუშაობის გამოცდილება, ასევე კერძო პრაქტიკა. მარიამი მუშაობდა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით, ასევე აიბი პროგრამებზე. მას აქვს ქართულის, როგორც მეორე ენის წავლების გამოცდილება არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. მარიამს ძალიან უყვარს ბავშვები, არის მეგობრული, თუმცა ამავე დროს, მომთხოვნი პედაგოგი.
- ᲬᲔᲚᲘ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐᲨᲘ
- 10
- ᲙᲣᲠᲡᲘ
- 2
- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- 1
ᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
- ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ
- მარიამი დაიბადა ქალაქ ტყიბულში და გაიზარდა ქალაქ თბილისში.
- ქ. თბილისის 155-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. მან წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხური და ამჟამად დოქტორანტი გახლავთ.
- მარიამი 10 წელზე მეტია ასწავლის ქართულ ენას. აქვს სწავლების გამოცდილება, როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურზე.

