ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔ. ᲓᲐᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ. ᲒᲐᲬᲔᲕᲠᲘᲐᲜᲓᲘ.

ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ.ᲓᲐᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ.

ცოცხალი, მენტორის ხელმძღვანელობით კურსები ქართულ ენაში, ისტორიასა და კულტურაში — შენს მიზნებზე მორგებული.

ᲩᲕᲔᲜ ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ ᲕᲐᲠᲗ

ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘᲡ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲣᲙᲔᲗᲔᲡᲘ ᲒᲖᲐ.

ᲪᲝᲪᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲔᲑᲘ

ისწავლე ნამდვილ მენტორთან — არასდროს ჩაწერილი ვიდეოებით.

ᲨᲔᲜᲖᲔ ᲛᲝᲠᲒᲔᲑᲣᲚᲘ

შენი კურსი, ტემპი და განრიგი ნამდვილი კონსულტაციიდან იბადება.

ᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ

სიტყვებს მიღმა — ქართული ისტორია და ცოცხალი კულტურა.

ᲒᲖᲐᲛᲙᲕᲚᲔᲕᲘ

ცოცხალი გაკვეთილები, მენტორის უკუკავშირი და პროგრესის აღრიცხვა ერთ სივრცეში.

ᲧᲕᲔᲚᲒᲐᲜ ᲮᲔᲚᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲘ

ოჯახები საზღვარგარეთ, საქართველოში მცხოვრებნი თუ ფესვებთან დაბრუნებული ქართველები.

ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔ ᲨᲔᲜᲡ ᲒᲐᲜᲠᲘᲒᲖᲔ

მოქნილი, დროის სარტყელზე მორგებული გაკვეთილები.

ᲨᲔᲜᲘ ᲒᲖᲐ

ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲒᲖᲐ ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲗ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ.

ყველა სხვადასხვა წერტილიდან იწყებს. ჩვენ ვეცნობით შენს მიზნებს და გეხმარებით სწორი გზის პოვნაში.

1

ᲛᲝᲒᲕᲘᲧᲔᲕᲘ ᲨᲔᲜᲖᲔ

გაგვიზიარე შენი მიზნები, ინტერესები, გამოცდილება და რისი სწავლა გსურს.

2

ᲘᲡᲐᲣᲑᲠᲔ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ

შეგხვდებით, რომ გავიგოთ, რას ეძებ.

3

ᲘᲞᲝᲕᲔ ᲨᲔᲜᲘ ᲒᲖᲐ

ერთად განვსაზღვრავთ სწორ კურსს, ჯგუფსა და სასწავლო ფორმატს.

4

ᲓᲐᲘᲬᲧᲔ ᲡᲬᲐᲕᲚᲐ

გაიცანი მენტორი, შემოუერთდი გაკვეთილებს და დაიწყე შენი გზა.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ

ᲡᲬᲐᲕᲚᲐ, ᲨᲔᲜᲖᲔ ᲛᲝᲠᲒᲔᲑᲣᲚᲘ.

შენი მიზნები, გამოცდილება და გარემოებები მნიშვნელოვანია — ამიტომ შენი სასწავლო გზა შენი გაცნობით იწყება.

დაიწყე საუბარი
  1. 01

    ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲣᲠᲘ

    ისწავლე უშუალოდ მენტორთან და არა ჩაწერილი ვიდეოების ბიბლიოთეკით.

  2. 02

    ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ

    შენი კურსი და სასწავლო გეგმა შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა აგებული.

  3. 03

    ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ

    ცოცხალი გაკვეთილები, მენტორის უკუკავშირი და პროგრესი ერთ სასწავლო გამოცდილებად ერთიანდება.

  4. 04

    ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ

    ენის მიღმა აღმოაჩინე ისტორია და კულტურა, რომლებიც მას აზრს ანიჭებენ.

ᲓᲐᲘᲬᲧᲔ ᲡᲬᲐᲕᲚᲐ

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲒᲖᲐ.

რვა საგანი, რომლებსაც ცოცხლად ასწავლიან საკუთარი კურსების შემქმნელი მენტორები — სექტემბრიდან დეკემბრამდე, კვირაში 2–3 გაკვეთილი, მცირე ჯგუფებში.

A1–A2 ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲐ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ - ᲘᲜᲢᲔᲠᲐᲥᲢᲘᲣᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲙᲣᲠᲡᲘ (A1–A2, 7–8 ᲬᲔᲚᲘ)კურსი განკუთვნილია 7–8 წლის ემიგრანტი ქართველი ბავშვებისთვის, რომლებიც ორ კულტურას შორის იზრდებიან და ქართულთან კავშირი ხშირად მხოლოდ ოჯახით შემოიფარგლებათ. მისი მიზანია, ქართული ბავშვებისთვის არ იყოს „სავალდებულო გაკვეთილი“, არამედ გახდეს თამაშისა და აღმოჩენის ცოცხალი სივრცე, რათა მათ ქართული ისწავლონ, შეიყვარონ და თავდაჯერებულად გამოიყენონ. გაკვეთილები ტარდება ონლაინ, ცოცხლად, კვირაში ორჯერ, თითო 40 წუთი, 4–8 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფში, ხოლო სწავლება ეფუძნება თამაშს, ხატვასა და მოქმედებას: ბავშვები ხატავენ, ათამაშებენ სცენებს, იმეორებენ ლექსებს და ამზადებენ ქაღალდის პროდუქტებს. ყოველ გაკვეთილზე ისინი ქართულად საუბრობენ, ეცნობიან თემატურ ლექსიკასა და მარტივ სტრუქტურებს, უსმენენ მოკლე ქართულ ლექსებსა და ზღაპრებს და თანმიმდევრულად სწავლობენ ანბანს. თითოეული მოდული სრულდება პატარა პროდუქტითა და მოკლე ზეპირი წარდგენით. კურსის ბოლოს ბავშვებმა იციან ქართული ანბანის ყველა 33 ასო, კითხულობენ მარტივ სიტყვებს, იყენებენ ყოველდღიურ ლექსიკას და მარტივი წინადადებებით საუბრობენ. 96 გაკვეთილი 12 თვე
ყველა დონე ᲛᲘᲗᲝᲚᲝᲒᲘᲐ, ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ ᲓᲐ ᲞᲝᲞ-ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐკურსი განკუთვნილია დიასპორაში მცხოვრები VII–IX კლასის ქართველი ბავშვებისთვის. მისი მიზანია, მოსწავლეებმა გაიგონ, საიდან მოდიან ფილმების, კომიქსებისა და თამაშების ღმერთები და გმირები, და გაუღრმავდეთ ცოცხალი კავშირი ქართულ ენასა და კულტურულ მეხსიერებასთან. მოსწავლეები გაეცნობიან სკანდინავიურ, ბერძნულ-რომაულ, აღმოსავლურ და, რაც მთავარია, ქართულ მითოლოგიას — ამირანიდან კოლხეთის ოქროს საწმისამდე. კურსი ონლაინ ტარდება მაქსიმუმ 12 მოსწავლისგან შემდგარ პატარა ჯგუფში, ვიდეოშეხვედრებისა და Padlet-ის ერთიანი სივრცის გამოყენებით. თითოეულ გაკვეთილზე არის „ქართული ენის კუთხე“ (დაახლოებით 10 წუთი): 5–7 ახალი სიტყვა, მოკლე ქართული ტექსტი და მოკლე წერითი დავალება ორ სირთულის დონეზე. კურსის ბოლოს მოსწავლეები არჩევენ მითს, ლეგენდასა და ისტორიულ ფაქტს, კრიტიკულად კითხულობენ წყაროს და წარადგენენ საკუთარ კომიქსს (მანგას) ან სამაგიდო თამაშს Padlet-ზე დაგროვილ პორტფოლიოსთან ერთად. 16 გაკვეთილი 4 თვე
ყველა დონე ᲡᲐᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲝ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲐ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡონლაინ კურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ქართული მეტყველების განმტკიცება და ცხოვრებისეული უნარები. მოსწავლეები ისწავლიან საკუთარი აზრის ქართულად თავისუფლად დაფიქსირებას, მსჯელობასა და არგუმენტირებას ისეთ პრაქტიკულ თემებზე, როგორიცაა კულტურული მრავალფეროვნება, მედიაწიგნიერება და ყოველდღიური ეთიკა. სწავლება ინტერაქტიულია და ეფუძნება დისკუსიებს, აუდიო-ვიზუალურ მასალას და რეალური ცხოვრებიდან აღებულ ქეისებს. კურსის ბოლოს მოსწავლე შეძლებს საკუთარი ემოციებისა და ორმაგი კულტურული გამოცდილების ქართულად გადმოცემას, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას (ფეიქების გარჩევას) და ყოველდღიურ ურთიერთობებსა თუ კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდობიან კომუნიკაციას ქართულ ენაზე. 12 გაკვეთილი 12 კვირა
ყველა დონე ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲐ, ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲐ ᲓᲐ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲣᲚᲘ ᲐᲖᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐკურსი განკუთვნილია ქართველი ემიგრანტი უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ქართულ ენას და მზად არიან ლიტერატურის სიღრმისეულად შესასწავლად. მისი მიზანია ლიტერატურული ტექსტის ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და წერითი და ზეპირი გამოხატვის უნარების განვითარება, ასევე ქართული კულტურული იდენტობის გაღრმავება. კურსი შედგება შვიდი თემატური მოდულისგან და აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე, პროზაულ და პოეტურ, მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს. მოსწავლეები მუშაობენ ტექსტის ყურადღებითი კითხვით, დისკუსიებითა და დებატებით, მოკლე ესეებითა და რეფლექსიური ჩანაწერებით, შემოქმედებითი დავალებებით და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებით. კურსის დასრულებისას მოსწავლე შეძლებს ტექსტის სიღრმისეულ ანალიზს, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოთქმას წერილობით და ზეპირად და ლიტერატურასა და პირად ცხოვრებას შორის კავშირის დანახვას. მოქნილი 32 კვირა
ყველა დონე ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲘᲡ 6-ᲗᲕᲘᲐᲜᲘ ᲘᲜᲢᲔᲜᲡᲘᲣᲠᲘ ᲙᲣᲠᲘᲙᲣᲚᲣᲛᲘკურიკულუმი სპეციალურად შექმნილია ონლაინ სკოლის ფორმატში საზღვარგარეთ მცხოვრები (ემიგრანტი) ბავშვებისთვის, რომლებიც ქართულს ანბანიდან იწყებენ. კურსის მიზანია ქართული ანბანის ათვისება (წერა-კითხვა), ფონეტიკური უნარ-ჩვევების განვითარება და ცოცხალი სალაპარაკო ენის დაუფლება ყოველდღიური როლური დიალოგების საშუალებით. ექვსთვიანი პროგრამა თემატურადაა აგებული: ბგერებიდან და მისალმებიდან მოსწავლეები თანდათან გადადიან ოჯახზე, ყოველდღიურ საჭიროებებზე, დღის რეჟიმზე, ბუნებასა და პატარა ზღაპრებზე. სწავლებისას გამოიყენება ბარათები და ვიზუალური ილუსტრაციები, გაკვეთილის დროის 50% ეთმობა ცოცხალ კომუნიკაციასა და დიალოგებს, 50% კი წერა-კითხვას. ოჯახის წევრებთან ქართულად საუბრის პერიოდული დავალებები ხელს უწყობს მშობლიური გარემოს მხარდაჭერას. კურსის დასასრულს მოსწავლე დამოუკიდებლად წერს პატარა თემას, აგებს 5-10 წინადადებიან მონოლოგს და აკეთებს გამოსაშვებ ონლაინ პრეზენტაციას ან ვიდეო-ჩანაწერს. მოქნილი 6 თვე
ყველა კურსის ნახვა