ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲔᲜᲢᲝᲠᲔᲑᲘ

ᲛᲔᲜᲢᲝᲠᲔᲑᲘ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲣᲙᲐᲜ

თითოეული მენტორი საკუთარ კურსს ქმნის — თემები, მეთოდები და მასალები მათია. კურსის არჩევა იმ ადამიანის არჩევაა, ვინც მას ასწავლის.

ხათუნა შინჯიაშვილი

ᲮᲐᲗᲣᲜᲐ ᲨᲘᲜᲯᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ

12 წლის გამოცდილება

ხათუნა არის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი.ის ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესში წამოქმნილი სირთულეების დაძლევაში,ყურადღებისა და აზროვნების უნარების განვითარებასა და სასწავლო მასალის ათვისებაში.მისი მიდგომები მორგებულია თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე.

ეკატერინე კილავა

ᲔᲙᲐᲢᲔᲠᲘᲜᲔ ᲙᲘᲚᲐᲕᲐ

15 წლის გამოცდილება

ეკატერინე კილავა - არის სამოქალაქო განათლების გამოცდილი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. იგი ეხმარება მოსწავლეებს აქტიური მოქალაქეობრივი ცნობიერების, კრიტიკული აზროვნებისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში

ლუკა კვარაცხელია

ᲚᲣᲙᲐ ᲙᲕᲐᲠᲐᲪᲮᲔᲚᲘᲐ

3 წლის გამოცდილება

ლუკა კვარაცხელია ფილოსოფიის მაგისტრია, რომლის ინტერესები ფილოსოფიას, მითოლოგიასა და პოპკულტურას აერთიანებს. მას აქვს სკოლაში სწავლების გამოცდილება და სჯერა, რომ განათლება მხოლოდ ინფორმაციის მიღება კი არა, დამოუკიდებლად აზროვნების, კითხვების დასმისა და სამყაროს განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის პროცესია.

მაშო კვარაცხელია

ᲛᲐᲨᲝ ᲙᲕᲐᲠᲐᲪᲮᲔᲚᲘᲐ

8 წლის გამოცდილება

მაშო ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგია 8-წლიანი გამოცდილებით. მისი მთავარი მიზანი პროცესით სიამოვნების მიღების სწავლაა, რაც განაპირობებს გარემოს, სადაც სწავლა ბუნებრივად, თამაშითა და შემოქმედებითობით ხდება. მისი მიზანია, თითოეულმა ბავშვმა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით, თავისუფალი გამოხატვითა და ცნობისმოყვარეობით შეიძინოს ახალი ცოდნა.

ნუცა ზამბახიძე

ᲜᲣᲪᲐ ᲖᲐᲛᲑᲐᲮᲘᲫᲔ

5 წლის გამოცდილება

ნუცა ზამბახიძე არის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელსაც აქვს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისა და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ის ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის უძღვება ქართული ენის პრაქტიკულ კურსს, რომელიც ორიენტირებულია ყოველდღიურ ქართულ საუბარზე, კომუნიკაციის პრაქტიკასა და ქართულ ენაზე თავისუფლად ურთიერთობის უნარის განვითარებაზე.

მარიამ ცირეკიძე

ᲛᲐᲠᲘᲐᲛ ᲪᲘᲠᲔᲙᲘᲫᲔ

10 წლის გამოცდილება

მარიამ ცირეკიძე ათ წელზე მეტია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის სკოლის მოსწავლეებს. აქვს როგორც სკოლაში მუშაობის გამოცდილება, ასევე კერძო პრაქტიკა. მარიამი მუშაობდა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით, ასევე აიბი პროგრამებზე. მას აქვს ქართულის, როგორც მეორე ენის წავლების გამოცდილება არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. მარიამს ძალიან უყვარს ბავშვები, არის მეგობრული, თუმცა ამავე დროს, მომთხოვნი პედაგოგი.

ლენა ბერიძე

ᲚᲔᲜᲐ ᲑᲔᲠᲘᲫᲔ

3 წლის გამოცდილება

ანამარია ხაჩიძე

ᲐᲜᲐᲛᲐᲠᲘᲐ ᲮᲐᲩᲘᲫᲔ

5 წლის გამოცდილება

ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სტუდენტი, მოტივირებული მასწავლებლობის სფეროში განვითარების მიზნით. აქვს სურვილი განათლების მიღების პროცესი გახადოს საინტერესო და მარტივი ყველასთვის.

ლუკა დარსალია

ᲚᲣᲙᲐ ᲓᲐᲠᲡᲐᲚᲘᲐ

8 წლის გამოცდილება

პროფესიონალი შეფ-მზარეული ვარ, კულინარიის სფეროში გამოცდილებით და განსაკუთრებით აზიური სამზარეულოს მიმართულებით. ჩემი მიზანია, ადამიანებს გავუზიარო პრაქტიკული ცოდნა, სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება და ისეთი უნარები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ განვითარებაში გამოადგებათ. სასწავლო პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკისა და თეორიული ცოდნის გადაცემა, ასევე შემოქმედებითი აზროვნების, სისუფთავის, ორგანიზებულობისა და გუნდური მუშაობის განვითარება.

ირაკლი ცხადიაშვილი

ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲪᲮᲐᲓᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ

7 წლის გამოცდილება

World of scouts-ორგანიზაციის წევრი,რომელიც მოტივირებულია ახალ თაობას გადასცეს ისცოდნა, რომელიც მანდ დააგროვა წლების მანძილზე, კერძოდ, პირველადი დახმარბა,თვითგადარჩენა,თიმვორქი,იუსვორქი,რუქების კითხვა(შესწავლა),საქართველოს ღირსშესანიშნაობების მოძიება(მოკვლევა). ამჟამად ირაკლი უძღვება ქვემო ქართლის სკაუტურ ორგანიზაციას სადაც ჰყავს ჯგუფები და უტარებს ტრენინგებს მათთვის მორგებულ და საინტერესო თემებზე