ყველა კურსზე დაბრუნება
ᲡᲐᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲝ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲐ

ᲡᲐᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲝ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲐ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  • 12 გაკვეთილი
  • ყველა დონე
  • 12 კვირა

ამ კურსის სრული დეტალები კონსულტაციაზე თანხმდება — მოითხოვე და ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ.

სამოქალაქო განათლება და ქართული ენის პრაქტიკა ემიგრანტი მოსწავლეებისთვის

ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ონლაინ კურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ქართული მეტყველების განმტკიცება და ცხოვრებისეული უნარები. მოსწავლეები ისწავლიან საკუთარი აზრის ქართულად თავისუფლად დაფიქსირებას, მსჯელობასა და არგუმენტირებას ისეთ პრაქტიკულ თემებზე, როგორიცაა კულტურული მრავალფეროვნება, მედიაწიგნიერება და ყოველდღიური ეთიკა. სწავლება ინტერაქტიულია და ეფუძნება დისკუსიებს, აუდიო-ვიზუალურ მასალას და რეალური ცხოვრებიდან აღებულ ქეისებს. კურსის ბოლოს მოსწავლე შეძლებს საკუთარი ემოციებისა და ორმაგი კულტურული გამოცდილების ქართულად გადმოცემას, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას (ფეიქების გარჩევას) და ყოველდღიურ ურთიერთობებსა თუ კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდობიან კომუნიკაციას ქართულ ენაზე.

ᲠᲐᲡ ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲘ

  1. 01

    ვინ ვარ მე? (ორმაგი იდენტობა)

    ენობრივი ფოკუსი: ზედსართავი სახელები, აღწერითი ფრაზები („ჩემთვის მნიშვნელოვანია...“, „მე მომწონს...“). აქტივობა: ვიზუალური კოლაჟი „ორი სამყარო ჩემში“ (საქართველო და საცხოვრებელი ქვეყანა).

  2. 02

    კულტურული ტრადიციები და ხიდები

    ენობრივი ფოკუსი: თხრობითი წინადადებები, წარსული დროის მარტივი ფორმები. აქტივობა: მოკლე ვიდეოების განხილვა და საუბარი საოჯახო ტრადიციებზე.

  3. 03

    სტერეოტიპები: რა არის მართალი?

    ენობრივი ფოკუსი: აზრის გამოთქმის ფრაზები („ვფიქრობ, რომ...“, „ჩემი აზრით...“). აქტივობა: ინტერაქტიული ქვიზი და მსჯელობა გავრცელებულ სტერეოტიპებზე.

  4. 04

    მედიაწიგნიერება: გამოიცანი ფეიქი

    ენობრივი ფოკუსი: კითხვითი წინადადებები, უარყოფითი ფორმები. აქტივობა: ეკრანის გაზიარება — რეალური და ყალბი პოსტების ერთობლივი ანალიზი სოციალური ქსელებიდან.

  5. 05

    ციფრული უსაფრთხოება და ეთიკა

    ენობრივი ფოკუსი: მრავლობითი რიცხვი, ბრძანებითი ფორმები („არ შეიძლება...“, „უნდა დავიცვათ...“). აქტივობა: ქეისების განხილვა — კომენტარებისა და ონლაინ ურთიერთობების ზნეობრივი მხარე.

  6. 06

    კიბერბულინგი და თანაგრძნობა

    ენობრივი ფოკუსი: ემოციების აღმწერი ლექსიკა (გაბრაზებული, გახარებული, შეწუხებული). აქტივობა: როლური თამაშები ონლაინ სივრცეში კონფლიქტების მოგვარებაზე.

  7. 07

    ყოველდღიური დილემები სკოლაში

    ენობრივი ფოკუსი: პირობითი წინადადებები („ასეთ სიტუაციაში რომ ვყოფილიყავი...“). აქტივობა: სადისკუსიო კლუბი — ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება.

  8. 08

    კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება

    ენობრივი ფოკუსი: თანხვედრა, დიალოგური ფრაზები („როგორ მოვძებნოთ კომპრომისი?“). აქტივობა: მცირე სცენების გათამაშება (Role-play) ქართულად.

  9. 09

    გუნდური მუშაობა და ლიდერობა

    ენობრივი ფოკუსი: თანამშრომლობის აღმწერი ზმნები (ვმუშაობთ, ვეხმარებით, ვგეგმავთ). აქტივობა: ჯგუფური მინი-პროექტი — საერთო იდეის გენერირება.

  10. 10

    გარემოს დაცვა ჩვენს გარშემო

    ენობრივი ფოკუსი: ნივთიერებათა სახელები, რაოდენობითი მსჯელობა. აქტივობა: ვირტუალური ტური / ეკოლოგიური გამოწვევების განხილვა.

  11. 11

    მცირე ინიციატივები (როგორ შევცვალოთ რამე)

    ენობრივი ფოკუსი: სამომავლო დრო („მომავალში გავაკეთებ...“). აქტივობა: პრეზენტაციების მომზადება — „ჩემი იდეა უკეთესი სამყაროსთვის“.

  12. 12

    შეჯამება და „ჩემი პრეზენტაცია“

    ენობრივი ფოკუსი: ნასწავლი ლექსიკისა და ფრაზების სრული პრაქტიკა. აქტივობა: მოსწავლეთა ინდივიდუალური პრეზენტაციები ქართულად.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲘ

ᲪᲝᲪᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲔᲑᲘ ᲛᲔᲜᲢᲝᲠᲗᲐᲜ

ყველა გაკვეთილი რეალურ დროში მიმდინარეობს მენტორთან ერთად — არასდროს ჩაწერილი ვიდეოთი.

ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲣᲙᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘ

მენტორი შენს პროგრესს ადევნებს თვალს და შენს სწავლის სტილს პასუხობს.

ᲗᲕᲐᲚᲡᲐᲩᲘᲜᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲔᲡᲘ

პროგრესი მუდმივად აღირიცხება, ასე რომ ყოველთვის იცი, სად ხარ.

ᲛᲝᲥᲜᲘᲚᲘ, ᲓᲠᲝᲘᲡ ᲡᲐᲠᲢᲧᲔᲚᲖᲔ ᲛᲝᲠᲒᲔᲑᲣᲚᲘ

განრიგი წინასწარ თანხმდება და თბილისის დროით ჩანს, სადაც არ უნდა იყო.

ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡᲐᲐ ᲔᲡ ᲙᲣᲠᲡᲘ

01

ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘ

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ესმით ქართული, თუმცა სურთ, უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად ისაუბრონ. კურსი განკუთვნილია ორ კულტურას შორის გაზრდილი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ ქართულად გამოხატონ საკუთარი აზრი, ემოციები და შეხედულებები და ამასთან განივითარონ ცხოვრებისეული უნარები: ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, ციფრული უსაფრთხოება და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. გაკვეთილები ტარდება ონლაინ, მცირე ჯგუფებში, კვირაში ერთხელ, 35–40 წუთი.

ᲨᲔᲜᲘ ᲛᲔᲜᲢᲝᲠᲘ

ᲓᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲓᲘ ᲐᲛ ᲙᲣᲠᲡᲘᲗ?

შენთვის სწორ დონეს, ჯგუფსა და განრიგს ერთად დავადასტურებთ.

კონსულტაციის მოთხოვნა

სამოქალაქო განათლება და ქართული ენის პრაქტიკა ემიგრანტი მოსწავლეებისთვის

ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ფორმატი
მცირე ჯგუფი
დონე
ყველა დონე
ხანგრძლივობა
12 კვირა
გაკვეთილები
12 გაკვეთილი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
40 წთ
კონსულტაციის მოთხოვნა