ᲪᲝᲪᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲔᲑᲘ ᲛᲔᲜᲢᲝᲠᲗᲐᲜ
ყველა გაკვეთილი რეალურ დროში მიმდინარეობს მენტორთან ერთად — არასდროს ჩაწერილი ვიდეოთი.
ამ კურსის სრული დეტალები კონსულტაციაზე თანხმდება — მოითხოვე და ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ.
კურსი განკუთვნილია დიასპორაში მცხოვრები VII–IX კლასის ქართველი ბავშვებისთვის. მისი მიზანია, მოსწავლეებმა გაიგონ, საიდან მოდიან ფილმების, კომიქსებისა და თამაშების ღმერთები და გმირები, და გაუღრმავდეთ ცოცხალი კავშირი ქართულ ენასა და კულტურულ მეხსიერებასთან. მოსწავლეები გაეცნობიან სკანდინავიურ, ბერძნულ-რომაულ, აღმოსავლურ და, რაც მთავარია, ქართულ მითოლოგიას — ამირანიდან კოლხეთის ოქროს საწმისამდე. კურსი ონლაინ ტარდება მაქსიმუმ 12 მოსწავლისგან შემდგარ პატარა ჯგუფში, ვიდეოშეხვედრებისა და Padlet-ის ერთიანი სივრცის გამოყენებით. თითოეულ გაკვეთილზე არის „ქართული ენის კუთხე“ (დაახლოებით 10 წუთი): 5–7 ახალი სიტყვა, მოკლე ქართული ტექსტი და მოკლე წერითი დავალება ორ სირთულის დონეზე. კურსის ბოლოს მოსწავლეები არჩევენ მითს, ლეგენდასა და ისტორიულ ფაქტს, კრიტიკულად კითხულობენ წყაროს და წარადგენენ საკუთარ კომიქსს (მანგას) ან სამაგიდო თამაშს Padlet-ზე დაგროვილ პორტფოლიოსთან ერთად.
მითი, ლეგენდა თუ ისტორია? სამყაროს შექმნის მითები
ენობრივი ფოკუსი: თემატური ლექსიკა (მითი, გადმოცემა, ღვთაება, დასაბამი, ლეგენდა, წყარო); სამყაროს შექმნის შესახებ მოკლე ხალხური ტექსტის კითხვა; ერთი წინადადება ქართულად საკუთარ თავზე და ერთი წინადადება ტექსტზე. აქტივობა: ice breaker და ვიზუალური გაცნობა — მოსწავლეები Padlet-ის რუკაზე სვამენ პინს (სად ცხოვრობენ და საქართველოს რომელი კუთხიდან არის მათი ოჯახი). შემდეგ 5–6 მოკლე ამბავს (ამირანი, ქართლოსი, 337 წელი, 9 აპრილი) სამ სვეტში ანაწილებენ — მითი, ლეგენდა, ისტორიული ფაქტი — და არჩევანს ასაბუთებენ. გაკვეთილები 1–2: კურსის გაცნობა, წესები და Padlet: ვინ ვართ და საიდან; მითი, ლეგენდა თუ ისტორიული ფაქტი?
სკანდინავიური პანთეონი: მითი, წყარო და პოპ-კულტურული ვარიანტები
ენობრივი ფოკუსი: ლექსიკა — პანთეონი, ეპოსი, ჩანაწერი, ხელნაწერი, ინტერპრეტაცია; წერითი დავალება (3–4 წინადადება): რით განსხვავდება ჩემთვის ნაცნობი პერსონაჟი ორიგინალი მითისგან. აქტივობა: სკანდინავიური ღმერთების მითოლოგიური და პოპ-კულტურული ვარიანტების შედარება (ამოიცანი, რომელი იმიჯი რომელ ინტერპრეტაციას ეკუთვნის). Padlet Timeline-ზე მოსწავლეები აგებენ გზას: ზეპირი გადმოცემა, ჩანაწერი, კომიქსი, ფილმი; დისკუსია, რატომ გვჭირდება წყაროს კრიტიკულად წაკითხვა. გაკვეთილები 3–4: თორი, ოდინი და ლოკი: მითიდან პოპ-კულტურამდე; ვინ და როდის ჩაწერა მითი?
ქართული მითოლოგია და ისტორია: პანთეონიდან სახელმწიფომდე; პერსონაჟის შექმნა
ენობრივი ფოკუსი: ლექსიკა — წარმართობა, ქრისტიანობა, კერპი, ტრადიცია, დღესასწაული, მეფე; ამირანის ადაპტირებული ვერსიის კითხვა; საკუთარი პერსონაჟის აღწერა 2–3 წინადადებით ქართულად. აქტივობა: ქართული კერპების (არმაზი, ზადენი, გაცი და გაიმი), მეფე ფარნავაზისა და ქრისტიანობის მიღების (337 წ.) გაცნობა; ამირანისა და პრომეთეს მითების შედარება. პრაქტიკული დავალება: მოსწავლე ქმნის საკუთარ მითოლოგიურ პერსონაჟს წარმოშობის ისტორიით და აქვეყნებს Padlet Wall-ზე. გაკვეთილები 5–6: არმაზიდან ამირანამდე: ქართული პანთეონი და ქართლის სამეფო; ჩემი მითოლოგიური პერსონაჟი
ბერძნული და რომაული მითები; კოლხეთი და ოქროს საწმისი
ენობრივი ფოკუსი: ლექსიკა — ანტიკური, კოლონია, ექსპედიცია, საწმისი, კოლხი; წერითი დავალება (5–7 წინადადება): როგორ დაინახავდა ბერძენი მოგზაური კოლხეთს და როგორ დაინახავდა კოლხი ბერძენს. აქტივობა: ბერძნული და რომაული ღვთაებების მსგავსება-განსხვავება (ზევსი და იუპიტერი). არგონავტების მითი: Padlet Shelf-ზე სამ სვეტში (მითი / ისტორიული ცნობა / ვარაუდი) განაწილება და დასაბუთება; თამაში „შეცვალე პერსონაჟი“ (ბერძნულს რომაული თვისებების მორგება). გაკვეთილები 7–8: ზევსიდან იუპიტერამდე: ბერძნული და რომაული მითები; ოქროს საწმისი: მითი თუ ისტორია?
მითის შექმნა ისტორიულ ფონზე
ენობრივი ფოკუსი: მითის სტრუქტურა და კულმინაცია; ზღაპრულ-ეპოსური ფრაზები („იყო და არა იყო რა“) და მითოსური ტონი; წერის სახელოსნო — თითო ტექსტზე ორი რჩევა და ერთი ენობრივი შესწორება. აქტივობა: მოსწავლეები უბრუნდებიან საკუთარ პერსონაჟს და ანიჭებენ ისტორიულ ფონს (ეპოქა, ადგილი, კონფლიქტი). ჯგუფურ ოთახებში წერენ მითოლოგიურ ეპიზოდს, სადაც პერსონაჟები ერთად მონაწილეობენ, აქვეყნებენ Padlet-ზე და ერთმანეთს ურთიერთშეფასებას უკეთებენ. გაკვეთილები 9–10: როგორ ინახავს მითი რეალურ მოვლენებს?; მითის შექმნის სახელოსნო
აღმოსავლური მითები; აღმოსავლური და დასავლური პოპ-კულტურა; საქართველო როგორც გზაჯვარედინი
ენობრივი ფოკუსი: ლექსიკა — ვაჭარი, ქარავანი, გზაჯვარედინი, გავლენა, ტრადიცია; წერითი დავალება: ვაჭარი ქართულ სოფელში ახალ ამბავს ჰყვება, რა მითს მოუყვებოდა? (ერთი აბზაცი ქართულად). აქტივობა: იაპონური და ჩინური მითოლოგია და მისი პოპ-კულტურული ინტერპრეტაციები (მანგა, ანიმე); დისკუსია აღმოსავლურ და დასავლურ ვერსიებს შორის განსხვავებაზე. Padlet-ის რუკაზე მოსწავლეები აღნიშნავენ სავაჭრო გზებს (აბრეშუმის გზის შტოებს) და პინებით ათავსებენ მითოლოგიურ სიუჟეტებს. გაკვეთილები 11–12: მითები აღმოსავლეთიდან: იაპონია და ჩინეთი; საქართველო გზაჯვარედინზე: როგორ მოგზაურობენ ამბები
როგორ შევქმნათ კომიქსი (მანგა) ან სამაგიდო თამაში ისტორიული კონტექსტით
ენობრივი ფოკუსი: ლექსიკა — სცენარი, ეპიზოდი, წესები, პერსონაჟი, კადრი; კომიქსის ბუშტების ტექსტის ან თამაშის წესების დაწერა ქართულად. აქტივობა: მოსწავლეები ირჩევენ ერთ-ერთს: მანგა (ხელით ან ციფრულად, მზა გვერდები იტვირთება Padlet-ზე) ან სამაგიდო თამაში (მექანიკა ეფუძნება რუკას, სავაჭრო გზებსა და რესურსებს; პროტოტიპი Padlet Canvas-ზე). ჯგუფურ ოთახებში იწერება პროექტის გეგმა: რომელი მითი, რომელი ისტორიული ფონი, ვინ რას აკეთებს. გაკვეთილები 13–14: მანგა თუ სამაგიდო თამაში: ვირჩევთ პროექტს; პროექტის გეგმა, მუშაობა და უკუკავშირი
შრომის წარდგენა; მითისა და ისტორიის შეჯერება
ენობრივი ფოკუსი: წერითი დავალება (3–4 წინადადება ქართულად): რატომ არის მნიშვნელოვანი მითოლოგიისა და ისტორიის ცოდნა და რა შეიცვალა ჩემს აზრში კურსის განმავლობაში; საბოლოო პროექტის ქართული ტექსტი. აქტივობა: პროექტების წარდგენა (ინდივიდუალურად ან ჯგუფურად) — მითოლოგიური ელემენტი, ისტორიული ფონი, ქართული ტექსტი; თვითშეფასება რუბრიკით, თანატოლთა უკუკავშირი („ერთი რამ, რაც მომეწონა, და ერთი კითხვა“). სურვილისამებრ: ონლაინ გამოფენა Padlet-ზე მშობლებისა და სხვა მოსწავლეების მოწვევით. გაკვეთილები 15–16: პროექტების წარდგენა და შეფასება; შეჯამება და გამოფენა
ყველა გაკვეთილი რეალურ დროში მიმდინარეობს მენტორთან ერთად — არასდროს ჩაწერილი ვიდეოთი.
მენტორი შენს პროგრესს ადევნებს თვალს და შენს სწავლის სტილს პასუხობს.
პროგრესი მუდმივად აღირიცხება, ასე რომ ყოველთვის იცი, სად ხარ.
განრიგი წინასწარ თანხმდება და თბილისის დროით ჩანს, სადაც არ უნდა იყო.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ესმით ქართული, თუმცა სურთ, უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად ისაუბრონ. კურსი განკუთვნილია ორ კულტურას შორის გაზრდილი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ ქართულად გამოხატონ საკუთარი აზრი, ემოციები და შეხედულებები და ამასთან განივითარონ ცხოვრებისეული უნარები: ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, ციფრული უსაფრთხოება და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. გაკვეთილები ტარდება ონლაინ, მცირე ჯგუფებში, კვირაში ერთხელ, 35–40 წუთი.
შენთვის სწორ დონეს, ჯგუფსა და განრიგს ერთად დავადასტურებთ.
მითოლოგია, ისტორია და პოპ-კულტურა
ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ