ᲛᲐᲨᲝ ᲙᲕᲐᲠᲐᲪᲮᲔᲚᲘᲐ
მაშო ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგია 8-წლიანი გამოცდილებით. მისი მთავარი მიზანი პროცესით სიამოვნების მიღების სწავლაა, რაც განაპირობებს გარემოს, სადაც სწავლა ბუნებრივად, თამაშითა და შემოქმედებითობით ხდება. მისი მიზანია, თითოეულმა ბავშვმა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით, თავისუფალი გამოხატვითა და ცნობისმოყვარეობით შეიძინოს ახალი ცოდნა.
- ᲬᲔᲚᲘ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐᲨᲘ
- 8
- ᲙᲣᲠᲡᲘ
- 1
- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- 1
ᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
- ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ
- მაშო კვარაცხელია ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგია, რომლის პროფესიული ინტერესები ხელოვნებას, განათლებასა და კულტურის კვლევას აერთიანებს. მას აქვს როგორც პედაგოგიური, ისე კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- მაშოსთვის ხელოვნება მხოლოდ კონკრეტული ტექნიკის ან ნამუშევრის შექმნის სწავლა არ არის. ის ბავშვებისთვის ფიქრის, აღმოჩენისა და საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზაა. სწორედ ამიტომ, მის გაკვეთილებზე ხელოვნება ყოველთვის უფრო ფართო კულტურულ და სოციალურ კონტექსტთან არის დაკავშირებული.
- მასწავლებლის როლში მაშო ცდილობს, თითოეულ ბავშვს მისცეს სივრცე საკუთარი იდეების გამოსახატავად და დაანახოს, რომ შემოქმედებით პროცესში ერთი „სწორი“ პასუხი ყოველთვის არ არსებობს. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა, თავისუფალი აზროვნება და ბავშვის ინდივიდუალური ხედვის პატივისცემა.
- ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲔᲑᲘ
- მაგისტრის ხარისხი თანამედროვე კულტურის კვლევებში
- 8-წლიანი გამოცდილება ხელოვნებისა და მუსიკის სწავლების მიმართულებით
- სკოლამდელი, დაწყებითი და საბაზისო საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება
- საერთაშორისო სასწავლო გარემოში, Cambridge-ის პროგრამის ფარგლებში, სწავლების გამოცდილება
- საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება
- პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲡᲬᲐᲕᲚᲘ
„სწავლა იწყება იქ, სადაც მოსწავლე პროცესით სიამოვნებას იღებს.“
